სახლში შემოსულია სუსიც - ნანუკა ჟორჟოლიანი
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ მის სახლში ჩხრეკაზე პროკურატურის წარმომადგენლებსი გარდა სუს-იცაა შესული.
ჟორჟოლიანთან სახლში ცოტა ხნის წინ ადვოკატი შევიდა. გუჯა ავსაჯანიშვილი პროცესს პირადად დაესწრება.
ახლა აღმოვაჩინე რომ სახლში შემოსულია სუსიც.
პროკურატურის გარდა", - წერს ჟორჟოლიანი.
საბოლოოდ, ნანუკა ჟორჟოლიანმა მის სახლში შესულ სუს-ის თანამშრომლებს ბინა დაატოვებინა. ამ დროისთვის, ისინი სავარაუდოდ სადარბაზოში არიან მობილიზებულნი.
ნანუკა ჟორჟოლიანის და მარიამ ბაჯელიძის (“სირცხვილიას” ყოფილი წევრი) სახელებში ჩხრეკა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მარიამ ბაჯელიძე ორსულადაა.
სავარაუდოდ, ჩხრეკაა სხვა იმ ფონდების დამფუძნებლების სახლებშიც, რომლებიც პროევროპულ აქციაზე დაჯარიმებული ან დაზარალებული მოქალაქეებისთვის თანხებს აგროვებდნენ.
ცნობილი ხდება რომ ჩხრეკა ტარდება “ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლშიც.