კალიფორნიაში 47 წლის საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის 3 ქართველი დააკავეს

29.04.25 11:37
კალიფორნიაში 47 წლის საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის 3 ქართველი დააკავეს

კალიფორნიაში, 47 წლის ალექსანდრე მოდებაძის მკვლელობის ბრალდებით სამი ქართველია დაკავებული. 

38 წლის პაატა კოჩიაშვილს, ზაზა ოთარაშვილს და 52 წლის ბესიკ ხუციშვილს განსაკუთრებული სასტიკით ჩადენილ მკვლელობას ედავებიან.

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, თავდამსხმელები მოდებაძის სახლში შევიდნენ, ქართველ ბიზნესმენს თავს დაესხნენ, ტყვედ აიყვანეს და გაძარცვეს.

მკვლელობის ბრალდებით დააკავებულებს 2 მილიონი დოლარის გირაო შეუფარდეს. 

მსგავსი სიახლეები