ბელარუსიც აღარ არის ეს, როცა დედა-შვილის სახლს პარალელურად ჩხრეკენ - ნანუკა ჟორჟოლიანი

29.04.25 13:33
ბელარუსიც აღარ არის ეს, როცა დედა-შვილის სახლს პარალელურად ჩხრეკენ - ნანუკა ჟორჟოლიანი

 

 

ბელარუსიც აღარ არის ეს, როცა დედა-შვილის სახლს პარალელურად ჩხრეკენ - ასე ეხმაურება თბილისში მიმდინარე ჩხრეკების სერიას ნანუკა ჟორჟოლიან და ამბობს, რომ "ოცნების" რეჟიმი 37 წლიან რეპრესიებს აბრუნებს ქვეყანაში. 

რაღაცა სადავო იყო ცოტა ხნის წინ, რომ 37 წელი არა ხალხო, თქვენ არ იცით 37 წელში რა ხდებოდა. რა ხდებოდა რომ ვიცოდე? დედა-შვილს, ოჯახის წევრებს, ერთად ჩხრეკდნენ პარალელურად? ანუ ჩემი საქმიანობის პარალელურად, რომ ჩემი შვილსი სახლს ჩხრეკენ, მინდა მათ ვკითხო - მაქვს უფლება რომ ვიკითხო, რომ ერთ ადგილას ვართ? და ბელორუსიაც აღარ არის ეს? ანუ ამისი უფლება თუ მაქვს რომ ვიფიქრო, როდესაც დედა-შვილსი სახლს პარალელურად ჩხრეკენ", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს დილა თბილისში ჩხრეკების სერიით დაიწყო - ჩხრეკა დასრულდა ცოტა ხნის წინ სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის სახლში. ბაჯელიძე 7 თვის ორსულია და როცა მის სახლში სამართალდამცელები შევიდნენ, 8 წლის ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. 

ჩხრეკა დასრულდა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლშიც.

მოგვიანებით პროკურატურამ ჩხრეკებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. დაწერეს, რომ უწყების წარმომადგენლები 5 საქველმოქმედო ფონდში შევიდნენ. 

პროკურატურის მიხედვით, ჩხრეკა „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“ ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები