დღეს იქნება ნანუკა ჟორჟოლიანი და ხვალ იქნება ის, ვინც ახლა სახლში ზის და სეირს უყურებს - მათე კირვალიძე
დიქტატურა "გრუზიაში" - ასე აფასებს მათე კირვალიძე თბილისში დილიდან მიმდინარე ჩხრეკების სერიას.
კირვალიძე, რომელიც ახლა რამიშვილის ქუჩაზე კოლეგებთან ერთად იმყოფება, ამბობს, რომ რეჟიმი ტერორს ახორციელებს.
დღეს იქნება ნანუკა და ხვალ იქნება ნებისმიერი ის, ვინც ახლა სახლში ზის და ამ ყველაფერს სეირად უყურებს - ამბობს მათე კირვალიძე
მის სახლშიდაც აუცილებლად მივლენ. იმიტომ, რომ მერე დასაჭერი არავინ იქნება. ეს არის ჩვეულებრივი დიქტატურა "გრუზიაში". ეს არ არის სახელმწიფო, ეს არის "გრუზია", რუსეთის განაპირა გუბერნია, სადაც მიმდინარეობს ჩვეულებრივი ტერორი. ნებისმიერი ადამიანი უნდა იყოს ციხეში და დატერორებული, ვინც არ ფიქრობს ისე, როგორც "გრუზინები" ფიქრობენ და როგორც ივანიშვილი ფიქრობს". - განაცხადა მათე კირვალიძემ.