საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას პროცესი ჩაინიშნა
საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას პროცესი ჩაინიშნა - "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის სასამართლო 17:00 საათზე გაიმართება.
ნიკა მელიას საქმეს სანქცირებული მოსამართლე ლელა მარიდაშვილი განიხილავს.
ნიკა მელიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. რეჟიმი ოპოზიციონერ პოლიტიკოს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება.