Sony გეგმავს, PlayStation 4-ის მუშაობა გამოასწოროს

Sony შეეცდება, გამოასწოროს PlayStation 4-ის მუშაობა - ტექნიკის მწარმოებელმა კომპანიამ განცხადება სოციალურ ქსელებში განათავსა. PlayStation 4-ის გაუმართავობის შესახებ ინფორმაცია Sony-ს გეიმერებმა მიაწოდეს. მათ განაცხადეს, რომ პრობლემა აქვს ბატარეას, რომელიც მეხსიერების ბარათს, CMOS-ს, კვებავს. კვების ელემენტის გაუმართავობის გამო PlayStation 4 ციფრული და ფიზიკური ასლების გამოშვებას წყვეტს.
გეიმერებთან კონსულტაციების შემდეგ Sony-მ გამოძიება დაიწყო და მისი დასრულებისთანავე საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის.