პაველ ჰერჩინსკიმ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო - "მადლობა" სკანდირებდნენ მემორიალთან შეკრებილები
რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი მივიდა.
დიპლომატმა 37 წლის წინ დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ადგილზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ელჩს მადლობა გადაუხადეს. "მადლობა"- სკანდირებდნენ ისინი.
დილიდან მემორიალთან სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიმიდიან, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.
მსგავსი სიახლეები
24.06.26 10:32
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
კარაფანო, Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სანქციების მოხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონს რეალურ წინადადებებს შესთავაზებს