ვიმედოვნებთ, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტის დამოუკიდებლობა შენარჩუნებული იქნება - ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველის აპარატში ახალი ომბუდცმენის არჩევის შემდეგ დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი შენარჩუნებული იქნება.
ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერდა სახალხო დამცველის მუშაობას.
„სახალხო დამცველის ოფისი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, ეს საკონსტიტუციო ორგანოა. ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერდა სახალხო დამცველის მუშაობას, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დაცვაზე საქართველოში. ჩვენ ძალიან აქტიურად ვაკვირდებით ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს. ეს 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. ჩვენ ვიცით, რომ პროცესი პარლამენტში მიმდინარეობს. ვიცით, რომ იყო სხვადასხვა კანდიდატის შერჩევის პროცესი. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ კანდიდატი კონსენსუსის შედეგად იქნება შერჩეული, რომელიც მხარდაჭერილი იქნება პოლიტიკური პარტიების დიდი უმრავლესობის მიერ. ჯერ ყველაფერი კარგადაა და ვიმედოვნებთ, რომ ამ უწყების დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი შენარჩუნებული იქნება“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
დღეს ომბდცმენის რანგში ლომჯარიაამ ბოლოო შეხვედრა გამართა. ისაუბრა ყველაფერზე რაც ამ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ გააკეთა.
რვა დეკემბერს ნინო ლომჯარიას ბოლო სამუშაო დღე ექნება.