მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს... - ძმები კაკულიები დუმილს არღვევენ

30.01.23 15:06
მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს... - ძმები კაკულიები დუმილს არღვევენ

ძმები კაკულიები დუმილს არღვევენ -  გურამ და დავით კაკულიების მტკიცებით, თბილისის ცენტრში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებაში მონაწილეობა არ მიუღიათ და სერგო ქურთიაშვილის ლიკვიდაცია არ უცდიათ. 

ბრალდებულებმა სასამართლო დარბაზიდან მიმართეს ნიკო კვარაცხელიას ოჯახსაც. ძმების მტკიცებით, მათ 20 წლის პროგრამისტის მკვლელობასთან  კავშირი არ ჰქონიათ. 

ჩვენ არ ვიყავით სერგი ქურთიაშვილზე თავდამსხმელები. მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს, არანაირი შეხება მაგ საქმესთან ჩვენ არ გვქონია, ეს არის პროვოკაცია"- მიმართა გურამ კაკულიამ პროკურორ თამარ ყულჯანიშვილს. 

კაკულიას რეპლიკა პროკურორის დასკვნითმა სიტყვამ გამოიწვია, სადაც ყულჯანიშვილმა ბრალდებულებს მოუწოდა, ცხრა წუთით მაინც დაფიქრდნენ მათ მიერ ჩადენილ ქმედებაზე.