"ოცნება" თანახმაა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პოლონელმა ექიმებმა შეამოწმონ - პოლონური მედია

03.03.23 17:55
"ოცნება" თანახმაა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პოლონელმა ექიმებმა შეამოწმონ - პოლონური მედია

EU-ს დემარშმა ნაწილობრივ შედეგი გამოიღო. "ქართული ოცნება" თანახმაა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პოლონელმა ექიმებმა შეამოწმონ. ამის შესახებ პოლონური გამოცემა Polski Radio 24 წერს.

გამოცემა წერს, რომ მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისა და შვედეთის ელჩის, ულრიკ თიდერსტრომის მიერ საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად გადაცემული დემარშის შედეგია. 

გამოცემის ცნობით, პოლონელი ექიმები საქართველოში გასამგზავრებლად უკვე მზად არიან. 

ელჩებმა ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ოფიციალური დემარში საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს 27 თებერვალს გადასცეს.