პრორუსი ვალერი კვარაცხელია პარლამენტშია

29.06.23 15:00
პრორუსი ვალერი კვარაცხელია პარლამენტშია

ვალერი კვარაცხელია პარლამენტშია. პრორუსი პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთთან ფრენების აღდგენამდე მოსკოვში ჩაფრინავდა და რეისების აღდგენას ლობირებდა, არ პასუხობს კითხვას უკაშირდება, თუ არა მისი დღევანდელი ვიზიტი  რუსეთთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის საკითხს.

რომ გამოვალ თუ აქ იქნებით გეტყვით, მე მაქვს უფლება ჩემიდ დამოკიდებულება მქონდეს რაღაცების მიმართ? თქვენ ბევრი რამ გაინტერესებთ, მაგრამ ის რაც ტქვენ გაინტერესებთ, ემ არ მაინტერესებს". - ამბობს ვალერი კვარაცხელია.

კვარაცხელია უკვე რამდენიმე საათია შეხვედრას ფრიდონ ინჯიასთან მართავს, თუმცა უცნობია, იმყოფება თუ არა ვინმე სხვაც კონსპირაციულ შეხვედრაზე.

რუსეთი საქართველოს გავლით სომხეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად ემზადება. ეს ინფორმაცია დღეს მარია ზახაროვამაც დაადასტურა.