დეოლიგარქიზაცია აუცილებელია, სისტემა ისე უნდა შეიცვალოს, რომ გამორიცხოს მდიდარი ადამიანების გავლენები პოლიტიკასა და არჩევნებზე - ელჩი კობახიძეს

25.07.23 13:31
დეოლიგარქიზაცია აუცილებელია, სისტემა ისე უნდა შეიცვალოს, რომ გამორიცხოს მდიდარი ადამიანების გავლენები პოლიტიკასა და არჩევნებზე - ელჩი კობახიძეს

"დეოლიგარქიზაცია აუცილებელია, უნდა შეცვალოთ მთელი სისტემა. სისტემა ისე უნდა შეიცვალოს, რომ გამორიცხოს მდიდარი ადამიანების გავლენები პოლიტიკასა და არჩევნებზე" - დღეს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მთავრობას ლამის დამარცვლით აუხსნა რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას დეოლიგარქიზაციისთვის.

დიპლომატმა ეს განცხადება კობახიძის კომენტარის შემდეგ გააკეთა, "ქართული ოცნების" ლიდერმა დილით თქვა, რომ არ ესმის, რას ითხოვს დეოლიგარქიზაციის ფარგლებში ევროკავშირი საქართველოსგან. 

შუალედურ ანგარიშში აღნიშნა, რომ 12 -დან 3 რეკომენდაცია სრულად შესრულდა . 2 რეკომენდაციასთან მიმართებაში საჭიროა გაუმჯობესება , ეს არის მედიის თავისუფლება და დეოლიგარქიზაცია. დარჩენილ 7 რეკომენდაციაში არის მცირე პროგრესი, მაგრამ ველოდებით უფრო მეტ პროგრესს. ევროკავშირში ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა ძალიან სწრაფად გადახედავს დამოკიდებულებას და წარადგენს ხედვას, როგორ უნდა აღმოიფხვრას ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენების საკითხი საქართველოში სისტემური მიდგომებით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ინდივიდებზე, სახელებზე, ჩვენ ვსაუბრობთ გარემოს შექმნაზე, სადაც ოლიგარქების მიერ გადაჭარბებული გავლენის მოხდენა შეუძლებელი ან ძალიან რთული იქნება. ვგულისხმობ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, არჩევნების გამჭვირვალობას, მაღალი დონის კორუფციას. სისტემის გამჭვირვალობას. ასე, რომ ჩვენ ვგულისხმობთ მრავალ საკითხს, რომლის აღმოფხვრაცაა საჭირო, რათა შეიზღუდოს მდიდარი ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე"- თქვა ელჩმა.