მნიშვნელოვანია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება - ჰერჩინსკი

01.02.24 13:27
მნიშვნელოვანია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება - ჰერჩინსკი

მნიშვნელოვანია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად -  ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ელოდებიან, რომ საქართველოს მთავრობა ეუთო/ოდირის გრძელვადიან სადამკვირვებლო მისის მოიწვევს. 

9 თვე გვაშორებს საპარლამენტო არჩევნებამდე, ევროპული პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ეს არ ეხება მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მთელს კამპანიას და პროცესს, რომელიც ნელ-ნელა უკვე იწყება.

არსებითი იქნება სადამკვირვებლო მისიების როლი, ველოდებით საქართველოს მთავრობის მოწვევას  ეუთო/ოდირის გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიაზე. ჩვენ, ევროკავშირი მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც მუშაობენ არჩევნებზე, მონიტორინგზე, ამომრჩევლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე"- აცხადებს  ჰერჩინსკი.