ჰერჩინსკი: საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაბამისობა EU-ს საგარეო პოლიტიკასთან, საკმაოდ დაბალია

26.02.24 14:29
ჰერჩინსკი: საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაბამისობა EU-ს საგარეო პოლიტიკასთან, საკმაოდ დაბალია

საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან შესაბამისობის დონე საკმაოდ დაბალია - ამ განცხადებას ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აკეთებს.

ელჩის შეფასებით, იმისთვის, რომ საქართველოს საგარეო კურსი ევროკავშირისას დაუახლოვდეს, პარტნიორები საქართველოს მთავრობასთან მუშაობენ.

9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი, უფრო ზუსტად კი რეკომენდაცია ნომერი ორი, არის ის, რომ საქართველო შეესაბამებოდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. ამ დროისთვის შესაბამისობის დონე არის საკმაოდ დაბალი, განსხვავებით სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან და ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, რათა ეს დონე ეტაპობრივად გაიზარდოს. იმისათვის, რომ, როდესაც საქართველოს გაწევრიანების დღე დადგება, მისი საგარეო პოლიტიკა იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის იდენტური. როგორც უკვე ვთქვი, ახლა ეს შესაბამისობა დაბალია. შეინიშნება ზრდის ტენდენცია, თუმცა ეს ჯერ საკმარისი არ არის. ეს ეხება ყველა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელიც ერთსულოვნად არის შეთანხმებული ყველა, 27-ვე წევრი სახელმწიფოს მიერ და ჩვენ ველით, რომ ყველა კანდიდატი ქვეყნის პოლიტიკა იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის პოლიტიკასთან და ეს შესაბამისობის დონე იქნება მაქსიმალურად ახლოს 100%-თან," - ამბობს პაველ ჰერჩინსკი.