პრეზიდენტის იმპიჩმენტი ქვეყანას ევროინტეგრაციაში ვერ დაეხმარება - ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მორიგი იმპიჩმენტის დაწყება გაუმართლებელი და არასწორია. პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ ამბობს, რომ ეს პროცესი ქვეყანაში დეპოლარიზაციისა და სამართლიანი არჩევნების ჩატარების ხელშემწყობი ვერ იქნება.
საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც კოჰაბიტაციის პრობლემაა. კოჰამიბატიაცია პრეზიდენტს და მთავრობას განსხვავებული შეხედულება აქვთ. ეს გასაკვირი არ არის. არ ვფიქრობ, რომ იმპიჩმენტის პროცესი პრეზიდენტის წინააღმდეგ გასულ წელს ან ახლა, დეპოლარიზაციას და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ეხმარება, - ამბობს ჰერჩინსკი.
"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხელახალ იმპიჩმენტს იწყებს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა.
ივანიშვილის გუნდი სალომე ზურაბიშვილს კვლავ კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. საქმე საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს ეხება, საიდანაც ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და მმართველ გუნდს პოლიტიკური დასარული დაუანონსა.
მსგავსი სიახლეები
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
კარაფანო, Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სანქციების მოხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონს რეალურ წინადადებებს შესთავაზებს