ელჩს ვთხოვეთ, ბრიუსელმა საქართველოში მისია მოავლინოს, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებს შეისწავლის - ბადრი ჯაფარიძე
კიდევ ერთხელ ელჩს ვთხოვეთ, რომ გადასცეს ბრიუსელს თხოვნა ოპოზიციის ხმრიდან, რომ აუცილებელია, აქ იქნეს მოვლენილი ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი მისია, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მნიშნელოვანია ევროკავშირმა საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავად შეაფასოს და სამოქმედო გეგმა შეიმუშავოს.
ჩვენ კიდევ ერთხელ ელჩს ვთხოვეთ, რომ გადასცეს ბრიუსელს თხოვნა ოპოზიციის ხმრიდან, რომ აუცილებელია, აქ იქნეს მოვლენილი ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი მისია, რომელიც შეაფასებს პირუთვნელად 26 ოქტომბერს მომხდარ დარღვევებს, შეაფასებს ამ არჩევნებს და აქედან გამომდინარე, უკვე ევროკავშირს ექნება ჩამოყალიბებული საბოლოო პოზიცია თუ როგორ იმქომედოს ამ ვითარებაში, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ. ორსაათიანი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. პაველ ჰერჩინსკისთან აუდიენცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამდა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თინა ბოკუჩავამ გამართეს. შეხვედრის თემა არჩევნებს და ოპოზიციის ხედვას უკავშირდებოდა, თუ როგორ აპირებენ ხელისუფლების ოპონენტები მოქმედებას.
მსგავსი სიახლეები
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
კარაფანო, Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სანქციების მოხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონს რეალურ წინადადებებს შესთავაზებს