გამომცემლობები, სააფთიაქო ქსელები, სუპერმარკეტები, სილამაზის სალონები, კვების ობიექტები, უნივერსიტეტები - რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ერთიანდება
გამომცემლობები, სააფთიაქო ქსელები, სუპერმარკეტები, სილამაზის სალონები, კვების ობიექტები, უნივერსიტეტები - ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ერთიანდება. ახალი არჩევნების და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას ათი ათასობით ადამიანი უერთდება, დღეს ქვეყანაში დიდი პროტესტის დღეა.
გამომცემლობა "ინტელექტის" თანამრომლები ამბობენ, რომ ისინი დღეს დედაქალაქში დაგეგმილ მარშს შეუერთდდებიან და "ოცნებას" ხალხის ძალას კიდევ ერთხელ დაანახებენ.
"ბრძოლა გრძელდება, იქამდე ვიდგებით რუსთაველზე, სანამ ეს საჭირო იქნება"- ამბობენ ისინი.
მწერალი, ზვიად კვარაცხელია "პირველებთან" ამბობს, რომ საქართველო რუსული საოკუპაციო რეჟიმის დაბრუნებას არ შეეგუება:
ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც ყოველ დღე, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დღევანდელი დღე სიმბოლურია და ყოველი ასეთი სიმბოლური დღე ჩვენი სათქმელის გამომხატველი უნდა იყოს. არასდროს უნდა დავუშვათ, რომ საქართველოში რუსული საოკუპაციო რეჟიმი დაბრუნდეს"- ამბობს მწერალი.
- შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 15 იანვარს, საყოველთაო გაფიცვაში დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა ერთხელ უკვე მიიღეს მონაწილეობა. მაშინ გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
შეგახსენებთ, ხვალ, 25 თებერვალს, 16:00 საათზე 49 სინდისის პატიმრის, 500 ნაწამები ადამიანის და ათასობით დაჯარიმებულის სახელით ხალხი ქუჩაში გადის. იფიცებიან დასაქმებულებიც და დამსაქმებლებიც.
ექვსი სხვადასხვა მსვლელობა ექვსი სხვადასხვა ლოკაციიდან 18:00 საათისთვის დაიწყება:
- 17:45 სთ - ვაკის პარკის მიმდებატე ტერიტორიიდან მარო მაყაშვილის სახელობის მარში დაიძვრება
- ამაღლების ქუჩაზე, 17:30 საათზე იუნკერთა სახელობის მარშია ჩანიშნული
- ავლაბრის მეტროსთან 17:30 საათზე შეიკრიბებიან და დაიძრებიან გენერალ მაზნიაშვილის სახელობის მარშის მონაწილეები
- მარჯანიშვილის მოედანზე 18:00 საათზე შეიკრიბებიან ვალიკო ჯუღელის სახელობის მარშის მონაწილეები
- 18:00 საათზე სადგურის მოედანზე ვალოდია გოგიაძის სახელობის საპროტესტო გამოსვლა არის ჩანიშნული
- 18:40 საათზე კი სპრტის სასახლიდან გოგი, ალექსი - მესხიშვილის მარშის მონაწილეები დაიძვრებიან.