"გახარებულია მთელი ერი" - ვალერი კვარაცხელიას პირველი კომენტარი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ
"მივესალმები კი არა, გახარებულია მთელი ერი" - ასეთი კომენტარით შემოიფარგლა პრორუსი პროპაგანდისტი, ვალერი კვარაცხელია თბილისში ჩამოსვლის შემდეგ.
კვრაცახელიას მტკიცებით, ფრენების აღდგენასთან "ქართული ოცნება" არაფერ შუაშია.
"აქ ქართული ოცნება არაფერს შუაშია, თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება "ქართულ ოცნობასთან". ჩვენ ვართ ის ჯგუფი რომელმაც სახალხო დიპლომატიის დონეზე შევძელით გარღვევა ამ მოჯადოებული წრის, 23 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი იტანჯებოდა, ვისაც მიმოსვლა სჭირდებოდა და ჩვენ გავარღვიეთ ეს წრე," - ამბობს კვარაცხელია.
კვარაცხელიამ განცხადება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა, სადაც ის რუსულ ხომალდს ჩამოჰყვა.