მოსამართლე ნინო თარაშვილმა ანრი კვარაცხელია პატიმრობაში დატოვა

29.01.25 15:52
მოსამართლე ნინო თარაშვილმა ანრი კვარაცხელია პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ნინო თარაშვილმა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანრი კვარაცხელია პატიმრობაში დატოვა.

ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას, ადვოკატი კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ასევე გადაისინჯა კვარაცხელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, რომელიც ძალაში დარჩა. საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

კვარაცხელია 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს და მას პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან.