საგარეჯოში 2 ძმა მოკლეს
სისხლიანი ანგარიშსორება კახეთში - რამდენიმე საათის წინ ორი ძმა მოკლეს. შემთხვევა გამოცემა mak.ge-ს ცნობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოხდა.
ირკვევა, რომ ძმებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. მთავარი ამბები კახეთიდან წერს, რომ მესამე ძმამ გადარჩენა შეძლო.
გავრცელებული ინფორმაციით, ძმები რუსეთიდან სოფელში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. ადგილობრივების მონაყოლზე დაყრდნობით, მედია წერს, რომ მათ თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როდესაც ძმები ქორწილში მიდიოდნენ.
ორი ძმა ადგილზე დაიღუპა, მესამემ კი გაქცევა და მანქანისთვის თავის შეფარება მოახერხა.
სავარაუდო თავდამსხმელი ოთხი შვილის მამაა"- დაწერა mak.ge-მ.
გამოცემის ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი გაქცევას აპირებდა, თუმცა სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
დაპირისპირების მიზეზად წარსულში მომხდარი კონფლიქტი სახელდება. კერძოდ კი, ადგილობრივი გამოცემის ცნობით, წლების წინ ბრალდებულის ძმამ მოკლული ძმების დისშვილი გაიტაცა, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
მსგავსი სიახლეები
გამოვლენილია ორგანიზებული ჯგუფი, რომლებმაც სახელმწიფო 545 165 ლარით აზარალეს - როგორ მოქმედებდა ავტომობილების რეექსპორტის თაღლითური სქემა
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე 19 პირს ბრალდება წარუდგინა