ძმებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა ისინი ქორწილში მიდიოდნენ - კახეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
მკვლელობა წარსულში არსებული დაპირისპირების გამო - ერთ-ერთი ვერსიით, კახეთში მოკლულ ძმებს ჩასაფრება მაშინ მიუწყვეს, როცა ისინი ქორწილში მიდიოდნენ.
სისხლიანი ანგარიშსორება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში დღეს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ძმები რუსეთიდან სოფელში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. ადგილობრივების მონაყოლზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია, mak.ge წერს, რომ მათ თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი გაუხსნა.
ორი ძმა ადგილზე დაიღუპა, მესამემ კი გაქცევა მოახერხა. რაც შეეხება ბრალდებულს, ის გავრცელებული ინფორმაციით, უკვე დაკავებულია.
დაპირისპირების მიზეზად ერთ-ერთი ვერსიით წარსულში მომხდარი კონფლიქტი სახელდება. კერძოდ კი, ადგილობრივი გამოცემის ცნობით, წლების წინ ბრალდებულის ძმამ მოკლული ძმების დისშვილი გაიტაცა, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
მსგავსი სიახლეები
გამოვლენილია ორგანიზებული ჯგუფი, რომლებმაც სახელმწიფო 545 165 ლარით აზარალეს - როგორ მოქმედებდა ავტომობილების რეექსპორტის თაღლითური სქემა
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე 19 პირს ბრალდება წარუდგინა