ძმების მკვლელობასთან დაკავშირებით, გადარჩენილი მესამე ძმა დეტალებს ჰყვება

06.11.26 09:16
ძმების მკვლელობასთან დაკავშირებით, გადარჩენილი მესამე ძმა დეტალებს ჰყვება

 

 

ორმაგი მკვლელობა საგარეჯოში - პირველი სატელევიზიო ინტერვიუ სოფელ ლამბალოში სროლის შემდეგ გადარჩენილ მესამე ძმასთან. ელმან უსუფოვის გუშინ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დეტალებს "პირველებთან" იხსენებს.

უსუფოვის თქმით, მათ ავტომობილიდან გუხსნეს ცეცხლი.

შემთხვევის დროს ოთხნი ვიყავით — მე, ჩემი ორი ძმა და მეზობელი. მოულოდნელად ჩვენთან ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც ცეცხლი გაგვიხსნეს. თავდამსხმელმა არაერთხელ გაისროლა. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ რეაგირებაც კი ვერ მოვასწარით. არანაირი წინაპირობა არ არსებობდა — წარსულში არავისთან კონფლიქტი არ გვქონია, არც რაიმე დაპირისპირება ყოფილა. ჩემი ორი ძმა ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციას უკვე მივეცი ჩვენება და მოუყევი რაც შემთხვევის შესახებ ვიცოდი. დღემდე არ ვიცი, რატომ დაგვესხნენ თავს და რა გახდა ამ სისასტიკის მიზეზი", - ამბობს ელმან უსუფოვი. 

უსუფოვი ამბობს, რომ არ იცის მკვლელობის მიზეზი.

არსებული ინფორმაციით, განიხილება ერთადერთი ვერსია, რომელიც რამდენიმე წლის წინ წინ მომხდარ ამბავს უკავშირდება - მოკლულების ნათესავები ყვებიან, რომ სავარაუდო მკვლელის ძმამ უსუფოვების დისშვილი მოიტაცა, მათ კი გოგო უკან დააბრუნეს, რის შემდეგაც ის ქვეყნიდან წავიდა და გარდაიცვალა.

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, შსს-მ ერთი პირი დააკავა.

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გუშინ მოხდა.