მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპი

19.10.26 16:38
მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 

„მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი. სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები!”- დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ცნობისთვის, საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები და არეულობა გრძელდება. პარიზსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. არეულობის მონაწილეებმა დაარბიეს მაღაზიები, ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებსა და ადმინისტრაციულ შენობებს.

საპროტესტო გამოსვლები ცხოვრების გაძვირებას, განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები