რომის პაპი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა
რომის პაპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, - ინფორმაციას წმინდა საყდრის პრესსამსახური ავრცელებს.
საუბარი ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში არსებულ ვითარებას შეეხო.
წმინდა საყდრის განცხადებით, რომის პაპმა საუბარში „ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის“ თხოვნის საკითხი ახსენა, რომლითაც მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რამდენიმე დღის წინ მიმართა.
„მისმა უწმინდესობამ იმედი გამოთქვა, რომ ორ მხარეს შორის თანამშრომლობა უზრუნველყოფს სურსათისა და სამედიცინო დახმარების მიწოდებას, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობით და უსაფრთხო ევაკუაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.