უკრაინის ეროვნული ბანკის შენობაში ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩხრეკა ჩაატარა
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ქვეყნის ეროვნული ბანკის შენობაში ჩხრეკა ჩაატარა, - ინფორმაციას უკრაინული მედია unn.ua ავრცელებს.
მედიის ცნობით, ჩხრეკა ეროვნული ბანკის შენობასა და ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლის სახლში ჩატარდა.
„დეტექტივებს არავინ დაუკავებიათ და ბრალი არავისთვის წარუდგენიათ“ - ნათქვამია ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაში.
NABU-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგამოძიებო მოქმედებები ავტორიზებულია და ტარდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. წინასწარი გამოძიების კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, დამატებითი დეტალები არ ხმაურდება.