გასულ ღამეს კიეველებმა თავად მოისმინეს, როგორი ხმა აქვს რუსულ „ჰუმანიზმს“ - ანდრეი სიბიგა

22.10.26 10:56
გასულ ღამეს კიეველებმა თავად მოისმინეს, როგორი ხმა აქვს რუსულ „ჰუმანიზმს“ - ანდრეი სიბიგა

გასულ ღამეს კიევის მცხოვრებლებმა თავად მოისმინეს, როგორი ხმა აქვს რუსულ „ჰუმანიზმს“, -  ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა რუსების მიერ კიევზე განხორციელებულ იერიშს.

  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებაზე მიანიშნა, რომელმაც სანქტ-პეტერბურგში კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შეხცედრისას მას „ჰუმანისტი“ უწოდა.

სიბიგას თქმით, რუსეთმა სასტიკი იერიში მიიტანა უკრაინაზე, რომლის დროსაც ათობით ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. დარტყმების სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, სამედიცინო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები და საცხოვრებელი რაიონები გახდა. მინისტრის განცხადებით, თავდასხმა უკრაინის სხვა ქალაქებზეც განხორციელდა.

„გასულ ღამეს კიევის მცხოვრებლებმა თავად მოისმინეს, როგორი ხმა აქვს რუსულ „ჰუმანიზმს“.: სასტიკი თავდასხმა ათობით ბალისტიკური რაკეტით, რომლებმაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, სამედიცინო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები და საცხოვრებელი რაიონები დააზიანა. თავდასხმის სამიზნე უკრაინის სხვა ქალაქებიც გახდა. ომს ვერ შეაჩერებს ვერც დამშვიდების პოლიტიკა, ვერც მორჩილება და ვერც პირფერობა. ომის შეჩერება მხოლოდ ძალას შეუძლია“, - წერს სიბიჰა.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში პუტინთან შეხვედრისას, უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე საუბრისას, უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტს „ჰუმანისტი“ უწოდა.