აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის ტექნიკურ დონეზე სამმხრივი მოლაპარაკებები აღდგება - სტივ უიტკოფი

22.10.26 11:08
აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის ტექნიკურ დონეზე სამმხრივი მოლაპარაკებები აღდგება - სტივ უიტკოფი

აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის ტექნიკურ დონეზე სამმხრივი მოლაპარაკებები აღდგება.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის, სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, ომის დასრულებისთვის პრეზიდენტ ტრამპის მისიის წინ წასაწევად, ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში, ჯარედ კუშნერთან ერთად, რუს, უკრაინელ და ევროპელ ლიდერებს შეხვდა.

სანქტ-პეტერბურგში პრეზიდენტ პუტინს შევხვდით პროგრესის გასაგრძელებლად, რომელსაც ოსლოში პრეზიდენტ ზელენსკისთან მივაღწიეთ, მშვიდობის ჩარჩოს განსახილველად და პრეზიდენტ პუტინისთვის მადლობის სათქმელად ამერიკელი მოქალაქის, სტივენ ჰაბარდის, გათავისუფლებისთვის, რათა ის სახლში თავის ოჯახს დაუბრუნდეს.

ეს საუბრები კონსტრუქციული იყო, და სამმხრივ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და უკრაინას შორის ტექნიკურ დონეზე.

მართალია, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი სამუშაოა დარჩენილი, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპი კვლავაც მტკიცედ არის განწყობილი, რომ ეს ომი დასრულდეს და მიღწეულ იქნას ყოვლისმომცველი, მყარი მშვიდობა, რომელიც მომავალში უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს,” - წერს უიტკოფი.