WSJ: ტრამპმა მასკს დაურეკა და უკრაინაში Starlink-ზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა სთხოვა

22.10.26 22:27
WSJ: ტრამპმა მასკს დაურეკა და უკრაინაში Starlink-ზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა სთხოვა

The Wall Street Journal-ის ცნობით, ამ კვირაში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანაშემწეებსა და მოკავშირეებს განუცხადა, რომ უკრაინაში Starlink-ის სიჩქარის შეზღუდვის გაუქმება სურდა.

როგორც WSJ წერს, ამის შემდეგ, მან ელონ მასკს დაურეკა, შეზღუდვების გამო უკმაყოფილება გამოთქვა და მათი მოხსნა სთხოვა.

უკრაინის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა WSJ-ს განუცხადა, რომ ტერმინალების სიჩქარე გაიზარდა, თუმცა შეზღუდვები სრულად ჯერ კიდევ არ არის მოხსნილი.

მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის Starlink-ის სერვისების შეზღუდვა (სიჩქარის ლიმიტის დაწესება) პირადად ილონ მასკის ბრძანებით მოხდა.