ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 54
ტიბეტში მომხდარ 7-მაგნიტუდიან მიწისძვრას სულ მცირე, 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 54 ადამიანი.
ინფორმაციას BBC-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები გაგზავნა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ნაგჩუს რეგიონის ბაკენის ოლქში დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 300-ზე მეტი სახლი ჩამოინგრა, რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება დიდწილად შეწყდა.