აშშ-ის კონგრესში რუსული ნავთობის იმპორტის დაბლოკვის შესახებ ახალი კანონპროექტი წარადგინეს

24.10.26 10:46
აშშ-ის კონგრესში რუსული ნავთობის იმპორტის დაბლოკვის შესახებ ახალი კანონპროექტი წარადგინეს

აშშ-ის წარმომადგენერთა პალატის რესპუბლიკელმა წევრებმა ახალი კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც სახაზინო დეპარტამენტს რუსული ენერგორესურსების იმპორტზე დაწესებული სანქციების შეზღუდვების გაუქმების ე.წ. გამონაკლისების დაშვების უფლებას უკრძალავს.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია კონგრესმენი და დაზვერვის კომიტეტის CIA-ს ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ბრაიან ფიცპატრიკი, კონგრესმენებთან — დონ ბეიკონთან და მარი გლუსენკამპ პერესთან ერთად.

ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ენერგეტიკული სექტორისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობების აღკვეთას, განსახილველად წარმომადგენერთა პალატის სამ კომიტეტს გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ აქვეყნებს.

კანონპროექტის წარდგენა მოჰყვა ფინანსთა სამინისტროს (ხაზინის) მიერ 9 ოქტომბერს გაცემულ 135-ე გენერალურ ლიცენზიას, რომელმაც 2022 წლის ორპარტიული აკრძალვის მიუხედავად, რუსული დიზელის საწვავით ვაჭრობისა და აშშ-ში მისი იმპორტის ნებართვა გაიცა.