რუსეთის დარტყმების შედეგად უკრაინაში 2 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა

24.10.26 16:38
რუსეთის დარტყმების შედეგად უკრაინაში 2 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა

23-24 ოქტომბრის ღამეს  რუსეთის მიერ უკრაინის ოლქებზე მიტანილ იერიშებს ორი ადამიანი ემსხვერპლა. დონეცკზე, ხერსონსა და ხარკოვზე მიტანილი საჰაერო იერიშების შედეგად კი 27 პირი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, საჰაერო დარტყმები 14 ადგილას დაფიქსირდა.

თავდასხმების შედეგად მხოლოდ დონეცკის ოლქში 2 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაშავდა 18 პირი.

რუსულმა ძალებმა ხარკოვში იერიშები კრიტიკულ და სოციალურ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიიტანეს, მათ შორის მაღალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე, სახლსა და ავტომობილებზე. მომხდარის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.

ხერსონის რეგიონში რუსული არტილერიის დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. რუსმა ჯარებმა რეგიონში დასახლებების კრიტიკული და სოციალური ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი ადგილები დაბომბეს. დაზიანდა მაღალსართულიანი შენობა, კერძო სახლი და ავტომობილები.