მარია კორინა მაჩადო, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ქვეყანაში დაბრუნდა

26.10.26 10:30
მარია კორინა მაჩადო, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი  ქვეყანაში დაბრუნდა

„აქ ვარ. თქვენთან ერთად“ - დაწერა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ და თქვა, რომ ქვეყანაში დაბრუნდა.

ამის პარალელურად, ჟურნალისტმა ტონი ფრანხი მავადმა მაჩადოს ფოტოები გამოაქვეყნა - კადრებში ჩანს, რომ პოლიტიკოსი ლარის შტატის ტაძარში იმყოფებოდა.

მაჩადოს დაბრუნების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს მისმა წარმომადგენელმა დავიდ სმოლანსკიმ და ვენესუელის ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა.

მაჩადო ვენესუელაში 2014 წელს გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია. 2023 წელს მან პირველად არჩევნებში გაიმარჯვა და ის ოპოზიციური „დემოკრატიული ერთიანობის პლატფორმის“ სახელით წარადგინეს ვენესუელის პრეზიდენტობის კანდიდატად. თუმცა 2024 წლის აგვისტოში ის საარჩევნო რბოლას ჩამოაშორეს და მან გონსალესის საარჩევნო კამპანიას დაუჭირა მხარი.