ესპანეთში ავტობუსი ხევიდან გადავარდა - დაშავდა 80 ადამიანი

26.10.26 12:03
ესპანეთში ავტობუსი ხევიდან გადავარდა - დაშავდა 80 ადამიანი

ესპანეთში 20-მეტრიანი ხევიდან ავტობუსის გადავარდნის შედეგად დაახლოებით 80 ადამიანი დაშავდა, მათ შორის შვიდი მძიმე მდგომარეობაშია - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ავარიის შედეგად, ათობით ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო, თუმცა, არავინ დაღუპულა.

მათივე ინფორმაციით, მგაზვრების უმეტესობამ ავტობუსიდან გადმოსვლა და გზაზე დამოუკიდებლად გასვლა შეძლო.

სასწრაფო დახმარების სამსახურებმა ავტობუსში მყოფ 83 ადამიანს გაუწიეს დახმარება, რომელთაგან 58-ს მსუბუქი, 18-ს საშუალო სიმძიმის და 7-ს მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა.

ამასობაში, კატალონიის პოლიციამ ავარიის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო , რომელშიც ამ დროისთვის სხვა სატრანსპორტო საშუალების მონაწილეობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.