მელანია ტრაპი ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასრულების შემდეგ განცხადებას ავრცელებს

02.11.26 10:31
მელანია ტრაპი ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასრულების შემდეგ განცხადებას ავრცელებს

უკრინის ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა - განცხადება ამის შესახებ აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა გააკეთა.

ტრამპის თქმით, მისია წარმატებული აღმოჩნდა: რეგიონს მიეწოდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება და განხორციელდა 800-მდე ადამიანის ევაკუაცია.

ამერიკის სახელით, მადლობას ვუხდი რუსეთსა და უკრაინას გამოჩენილი ლიდერობისა და თანამშრომლობისთვის ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარებასთან დაკავშირებით...

იმედი მაქვს, ოლეშკი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობის საფუძველს შექმნის”, - აცხადებს მელანია ტრამპი.

 შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 27 ოქტომბერს დაიწყო.