ტრამპი: ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინის შეთანხმებაში მთელი ევროპა იქნება ჩართული
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესია - დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ომში მყოფ ორ ქვეყანას შეთანხმება სურს.
"ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინის შეთანხმებაში მთელი ევროპა იქნება ჩართული" - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებათან.
მათ შეთანხმება სურთ. ვფიქრობ, რუსეთსა და უკრაინას შეთანხმების მიღწევა პირველად სურთ. შეხვედრები გვაქვს. დღეს სატელეფონო საუბრები მქონდა და რამდენიმე ხვალაც მაქვს. მათ შეხვედრები ორშაბათსა და სამშაბათს აქვთ. ვფიქრობ, შეთანხმება სურთ. ეს ძალიან დიდი შეთანხმება იქნება. ვფიქრობ, მასში მთელი ევროპა იქნება ჩართული.
ჩვენ მარ-ა-ლაგოში უამრავი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი სხვადასხვა ადამიანთან, როგორც რუსეთთან, ისე სხვა საკითხებთან დაკავშირებით. რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან კარგად ვმუშაობთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.