ზელენსკის შეფასებით, ტრამპის შეთავაზებული „უსაფრთხოების გარიგება“ ევროპისთვის "პოტენციურად სახიფათოა"
ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, დონალდ ტრამპის შეთავაზებული „უსაფრთხოების გარიგება“ ევროპისთვის პოტენციურად სახიფათოა.
CNN-თან ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი ომის დასრულებაზე საუბარს არ აპირებს და ცდილობს ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა საკუთარი პირობებით ააგოს.
ზელენსკის თქმით, კიევი არ დაუშვებს ახალ „იალტა-2“ შეთანხმებას და ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უმთავრესი პრიორიტეტი რჩება.
მოვისმინე გარკვეული უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ, რომ ამერიკულ მხარეს ევროპულ-რუსული უსაფრთხოების არქიტექტურის იდეის განხილვა სურს. ეს მარტივი არ არის და შესაძლოა, სახიფათოც იყოს.
საფრთხის შემცველია ის, რომ მათ არ სურთ საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი. რუსეთს ვგულისხმობ. მათ სურთ, რომ ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის განხილვა დაიწყონ. ეს სახიფათოა. ეს ევროკავშირისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე ჩვენთვის. ჩვენ „იალტა-2“ არ გვსურს. ასეთი ფორმატისთვის მზად არ ვართ. არ გვსურს, რომ რუსეთმა ჩვენი გაყოფა მოახერხოს".- ამბობს ზელენსკი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპული უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს ქმნის, რომელიც სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაეფუძნება.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევს პირადად შეხვდა.
ტრამპმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთ-უკრაინას შორის შეთანხმება მალე გაფორმდეს და რომელშიც, შესაძლოა, მთელი ევროპა იყოს ჩართული.