ილაპარაკე! - თამარ ბაჩალიაშვილის მშობლების მიმართვა ლილუაშვილ-ღარიბაშვილს
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლების მიმართვა "ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, გრიგოლ ლილუაშვილს და ირკაკლი ღარიბაშვილს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ოჯახი ამ წუთებში რუსთავის ციხესთან იმყოფებიან, სადაც სუს-ყოფილი ხელმძღვანელი და ექს-პრემიერი სასჯელს იხდიან.
ბაჩალიაშივლები ყოფილ მაღალჩინოსნებს მათი შვილის გარდაცვალების გარემოებებზე ალაპარაკებას სთხოვენ.
ისინი დარწმუნებულები არიან, რომ 23 წლის პროგრამისტი მოკლეს.
რამდენიმე კვირის წინ მივწერეთ წერილები ლილუაშვილს და ღარიბაშვილს და ვთხოვეთ, რომ ეღიარებინათ დანაშაული. აქ ძალიან ბევრს აქვს თამუნას სისხლში გასვრილი ხელი. გომელაურზეც გვაქვს ეჭვი, რომ ისიც იქნებოდა საქმის ყურში. ნუ, "ხარება" რომ თავისთავად შემსრულებელი იყო ამ ყველაფრის, ესეც ვიცით. ღარიბაშვილო, მოგმართავ, კიდევ ერთხელ. პირველ რიგში, სულის გადასარჩენად, რომ გადაირჩინოს სული, აღიარე ეს დანაშაული და დაასახელე ის პიროვნებები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობაში"- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განმარტებით, მისი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გრიგოლ ლილუაშვილმა „ყველაფერი იცის“.
ამ საქმეში სამივე არიან ჩარეული, ლილუაშვილი, გომელაური და ღარიბაშვილი. ბავშვი იძახდა, რომ ვერ ვაღწევ თავს, ისეთი ხალხია იქო. როგორ შვილო მეთქი, რა ხდება მანდ-თქო? , სუსი ლილუაშვილი და შსს კურირებს ჩვენ სამსახურსო. აშინებდნენ ბავშვს, ნიჭი გამოიყენეს, ტვინი გამოიყენეს, უზარმაზარი ფულის პატრონები გახდნენ.
[უცნობა პირმა] მითხრა, შენ გოგოს თავი არ მოუკლავს, ყურებში მაქვს ის ხმა კიდევ დღესაც, შენი გოგო მოკლეს იცოდეო, ჩემთვის უცნობი კაცი იყო. ის ვირთხა, რომ იმალება გომელაური, მოვა დრო მაგისიც. პირდაპირ ხელს ვადებ ლილუაშვილს"- აცხადებს პროგრამისტის მამა. [სტილი დაცულია]