რას ამბობენ „ოცნებაში“ ივანიშვილის მონაწილეობით დაგეგმილ სხდომაზე

16.10.26 13:18
 რას ამბობენ „ოცნებაში“ ივანიშვილის მონაწილეობით დაგეგმილ სხდომაზე

რას გეგმავს ბიძინა ივანიშვილი და რა ცვლილებებია მოსალოდნელი „ქართულ ოცნებაში“? - უმრავლესობის დაანონსებული სხდომის წინ მმართველი გუნდის წევრები კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობენ და ირწმუნებიან, რომ შეხვედრა მიმდინარე საკითხებს დაეთმობა. "პირველებტან" მოკლე კომენტარი ირაკლი ჭეიშვილმა გააკეთა:

მიმდინარე საკითხებზე, ევროკავშირთან ურთიერთობა მათ შორის. პოლიტსაბჭოს სხდომაა, რამდენადაც ვიცი და უმრავლესობასთანაც შეხვედრაა. ვესწრებით შეხვედრას ჩვენი პარტიის დამფუძნებელთან, საპატიო თავმჯდომარესთან და ლიდერთან, - ამბობს ირაკლი ჭეიშვილი.  

17 ოქტომბერს, 14 საათზე ჩანიშნულ "ქართული ოცნების" უმრავლესობის სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

განცხადება ამის შესახებ "პირველებთან" დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა გააკეთა. 

"ოცნების" დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე მიმდინარე მოვლენები, მათ შორის ოპოზიციის აკრძალვის სარჩელიც იქნება განხილვის თემა. 

მსგავსი სიახლეები