„ოცნების“ პოლიტსაბჭოს ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე შეუერთდებიან
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე შეუერთდებიან - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მიიღეს პოლიტსაბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება.
„პარტიის წესდების თანახმად, გვაქვს პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაფართოების შესაძლებლობა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე“,- განაცხადა კობახიძემ.