პაპუაშვილი, ვისი შეურაცხყოფის საბაბით ვახო სანაიას პატიმრობა შეეფარდა, პირველ კომენტარს აკეთებს

19.10.26 12:52
პაპუაშვილი, ვისი შეურაცხყოფის საბაბით ვახო სანაიას პატიმრობა შეეფარდა, პირველ კომენტარს აკეთებს

შალვა პაპუაშვილი, რომლის შეურაცხყიფის საბაბით, ჟურნალისტ, ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ამტკიცებს, რომ ამ საქმეს თვალს არ ადევნებს. 

"ქართული ოცნების" სპიკერი, ამბობს, რომ ახალი რეაგულაციის მიღების შემდეგ, სოცმედიაში უხამსობა შემცირებულია, თუმცა ვინც ირჩევს, რომ იყოს სიძულვილის ენის მატარებელი, მაგალითად ვახო სანაია, იმის სითამამეც უნდა ჰქონდეს, რომ ამაზე შემდეგ პასუხი აგოს.

ჩემს გამო არა [არ დაუკავებიათ ვახო სანაია] მე არ ვადევნებ ამას თვალყურს. ჩვენ შევქმენით საკანონმდებლო ბაზა იმისთვის, რომ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფას არ ჰქონდეს ადგილი და შსს-ში არის სპეციალური განყოფილება, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობს ამ საკითხებთან დაკავშირებით ისე, რომ როდესაც ასე გადაწყვეტილებები დგება ხოლმე, ადრესატებმა არც იციან ხოლმე ხშირად და პოსტფაქტუმ იგებენ, რომ მათთან კავშირში იყო ის შეურაცხყოფა საჯარო სივრცეში. მე ამიტომ ნაკლებად ვინტერესდები კონკრეტული საქმეებით, მე ერთადერთი კონკრეტული საქმით ვარ დაინტერესებული - ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა რომ არის გერმანიაში სოცმედიაში შეურაცხყოფის გამო.

ეს რამე ახალი კი არ არის, ათწლეულებია ეს პრინციპი მოქმედებს, რომ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა არის დაუშვებელი. მგონი, ეს მინიმალური სტანდარტია, რომელიც ყველამ უნდა გაიზიაროს. ადამიანურადაც ასეა და კანონმდებლობითაც ასეა. 

სოცმედიაშიც უხამსობა არის შემცირებული, მე მგონი ეს ყველას ინტერესშია უხამსობა, ლანძღვა - გინება არ იყოს საჯარო სივრცეში. არანაირი კავშირი აზრის გამოხატვასთან, უხამსობას არ აქვს და ის არ არის დაცული აზრის გამოხატვის თავისუფლებით. ყველას შეუძლია გადაწყვიტოს, რომ იყოს უხამსი, იყოს სიძულვილის ენის მატარებელი, გადაწყვიტოს, რომ ლანძღვა-გინებით იყოს დაკავებული, მათ შორის ვახო სანაიას შეუძლია იყოს უხამსი, უბრალოდ ამაზე პასუხი არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ასე რომ, თუ მას ყოფნის ეს სითამამე, რომ საჯარო სივრცეში იყოს უხამსი, მაშინ ის სითამამეც უნდა ეყოს, რომ ამაზე პასუხი აგოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, ჟურნალიტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

მსგავსი სიახლეები