ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებს

19.10.26 16:19
ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებს

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებს - განცხადედბა ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა გააკეთა. 

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე მიმდინარე სასამართლო დავებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საქმესთან დაკავშირებულ უახლეს მოვლენებს. აღნიშნული მოვლენები, კანონმდებლობაში შეტანილ ბოლოდროინდელ ცვლილებებთან და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ მანამდე გაკეთებულ განცხადებებთან ერთად, მიუთითებს მართლმსაჯულების სისტემის შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზაციაზე. ეს ქმნის ფუნდამენტური თავისუფლებების, დემოკრატიული პლურალიზმისა და სამართლიანი პოლიტიკური კონკურენციის შელახვის რისკს. შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და გავაგრძელებთ ამ სასამართლო დავის მონიტორინგს”, - თქვა კრისტიან უიგანდმა  "ევროსკოპის" საპასუხოდ. 

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.   

მსგავსი სიახლეები