ვახოსნაირი გაბედული ათასობით რომ იყოს, რეჟიმი 2 დღეში გაქრებოდა - ხაბეიშვილის სოლიდარობა სანაიას

19.10.26 19:14
 ვახოსნაირი გაბედული ათასობით რომ იყოს, რეჟიმი 2 დღეში გაქრებოდა - ხაბეიშვილის სოლიდარობა სანაიას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს.

როგორც ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, სანაიას მსგავსი „გაბედული ათასობით“ რომ იყოს, „ქართული ოცნება“ მმართველობას ჩამოშორდებოდა.

„რუსებმა ჯერ აფხაზეთიდან გამოდევნეს და საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქციეს, შემდეგ უდიდესი ტრაგედია დაატეხეს თავს. ახლა რუსების ოფიციალური წარმომადგენლობა არ ასვენებს და მუდმივად ცდილობს დაატყვეოს, პატიმრობაში ამყოფოს, მას და მის ოჯახს სიცოცხლე გაუმწაროს!

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მამაცურად, ვაჟკაცურად დგას და წამით არ იხევს უკან!

სოლიდარობა ვახო სანაიას! უპირობო პატივისცემა ჩემგან!

სხვების გამკვირვებია... წარმოიდგინეთ, ვახოსნაირი გაბედული ათასობით რომ იყოს... რეჟიმი 2 დღეში გაქრებოდა!“, - წერს ხაბეიშვილი. 

19 ოქტომბერს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა სანაიას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტს შალვა პაპუაშვილის და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფა ედება ბრალად. საქმეს საფუძვლად სანაიას ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ორი სტატუსი და ერთი ვიდეო დაედო. 

მსგავსი სიახლეები