დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერი რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი გახდა
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერი რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი გახდა.
ეკატერინა ტოლსტიკოვას დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რესმა“ 19 ოქტომბერს გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, შესაბამის განკარგულებას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა მარატ კამბოლოვმა მოაწერა ხელი.
კატერინა ტოლსტიკოვა 1981 წლის 18 მარტს სევასტოპოლში დაიბადა. 2004 წელს მოსკოვის სახელმწიფო იურიდიული აკადემია დაამთავრა. 2001 წლიდან მუშაობდა რუსეთის ფედერალურ უწყებებსა და დაღესტნის მთავრობაში. სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე.