მოსამართლეები იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რასაც ივანიშვილი დაავალებს - ანი წითლიძე

21.10.26 11:31
მოსამართლეები იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რასაც ივანიშვილი დაავალებს - ანი წითლიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე ამბობს, რომ ოპოზიციის აკრძალვის გადაწყვეტილება წინასწარ არის დაწერილი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რასაც ბიძინა ივანიშვილი დაავალებთ.

ეს სარჩელი არის არა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ, არამედ ეს არის რუსეთსი სარჩელი საქართველოს სუვერენიტეტის და საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ. ამიტომაც დღეს აქ ოპოზიცია იცავს საქართველოს  სუვერენიტეტს ქართული ოცნებისგან, რეალურად კი რუსული ოცნებისგან. ამიტომ ჩვენ მოლოდინი არ გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რადგან ეს მოლოდინი რომ გვქონოდა, მათ ტავიდანვე არაკონსტიტუციურად უნდა მიეჩნიათ ეს სარჩელი. არსით ამ სარჩელს არანაირი საერთოს ამართლებრივ პროცესებთან არ აქვს. ამიტომაც, საკონსტიტუციო სასამართლსო სხვა გადაწყვეტილებსი მიღება რომ სდომოდა საერთოდ არ უნდა მიეღო წარმოებაში ეს სარჩელი. ისინი მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რასაც დაავალებს ბიძინა ივანიშვილი. წინასწარ იციან, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ", - ამბობს ანი წითლიძე.  

დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას იწყებს.

არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

სარჩელის განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.  სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია პარალელურ რეჟიმში სასამართლოს ოფიციალურ „იუთუბ“ არხზეც განხორციელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სარჩელის განხილვა აქციის ფონზე მოუწევთ - სასამართლოს შენობასთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება. სწორედ ამიტომ ადგილზე დილიდან უამრავი სამართალდამცველია მობილიზებული. 

ასევე შეზღუდვები დაწესდა ჟურნალისტებისთვის - მედიას დღეს სხდომათა დარბაზში არ შეუშვებენ.

მსგავსი სიახლეები