კობახიძემ რუსეთში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა
ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა.
შესაბამისი განცხადება ირაკლი კობახიძემ რამდენიმე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ცნობისთვის, გიორგი ზურაბაშვილი ამ დრომდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. კობახიძის თქმით, ის ამ თანამდებიბაზე მუშაობას გააგრძელებს.
"პირველების" კითხვაზე, ხომ არ იწყება რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის ახალი ეტაპი, კობახიძემ თქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის „რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება“.
მისი თქმით, საქართველოს აქვს კონკრეტული ამოცანები და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობაა საჭირო.
რეალურად, რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება. აქამდე შვეიცარიის საელჩოში ჩვენი სექცია აქტიურად მუშაობდა. ჩვენ დავინახეთ იმის საჭიროება, რომ სექციის მუშაობის პარალელურად, ამ თანამდებობაზე დაგვენიშნა პირი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები - კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ჰუმანიტარული ურთიერთობების შენარჩუნება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. სამივე მიმართულებით არის აქტიურად სამუშაო. ჟენევის ფორმატი არსებობს და გრძელდება მუშაობა, სექცია მუშაობს, თუმცა ამასთან ერთად, ჩვენ დავინახეთ სპეცწარმომადგენლის ხელახლა დანიშვნის საჭიროება,“ - განაცხადა კობახიძემ.
TV პირველი ასევე დაინტერესფა, ცალკეული ქართული კომპანიების ნაწარმთან დაკავშირებული ემბარგოს გამო ხომ არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, კობახიძე უარყოფით პასუხს გვცემს.
„არა. რა თქმა უნდა, ზოგადად, ამ საკითხებზე მუშაობა არის პრიორიტეტული, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გამხდარა ამ გადაწყვეტილების საფუძველი. ჩვენ ზოგადად დავინახეთ სპეცწარმომადგენლის დანიშვნის საჭიროება,“ - თქვა "ქართული ოცნების" ლიდერმა.
ამის შემდეგ, "პირველებმა" კობახიძეს ჰკითხა, ხომ არ აპირებს ოფიციალური თბილისი საკუთარი პოზიციის გადახედვას, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი":
"ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი,“ - განაცხადა კობახიძემ.