სახალხო დამცველი გერმანიის ელჩს შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბარბარა ფოსს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას ომბუცენის აპარატი ავრცელებს.
ბარბარა ფოსი საქართველოში გერმანიის ელჩად მიმდინარე წლის აგვისტოში დაინიშნა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო.
განცხადების მიხედვიით, მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.