საკონსტიტუციო ვენეციის კომისიის ექსპერტების მოწვევაზე უარს ამბობს

22.10.26 17:45
საკონსტიტუციო ვენეციის კომისიის ექსპერტების მოწვევაზე უარს ამბობს

"ძლიერმა საქართველომ- ლელომ" საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ოპოზიციის აკრძალავის სარჩელის განხილვაში ვენეციის კომისიის ექსპერტების ჩართვის შუამდგომლობით მიმართა - შესაბამისი მოთხოვნა გიორგი სიორიძემ დააყენა სხდომაზე. 

ვითხოვთ კონკრეტულ დასკვნაზე მომუშავე 3 ექსპერტის ჩართვას, რომელთაგან ორი იქნება ვენეციის კომისიის წევრ და ერთი საპატიო ვიცე-პრეზიდენტი"- განაცხადა სიორიძემ.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთხმნენ სხვა ოპოზიციური პარტიები.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ კი განაცხადა,  ექსპერტებად მოწვევის შუამდგომლობა „ძალიან დაუსაბუთებელი“ იყო.

„ზოგადად, კარგი ევროპელი იურისტების მოსმენა კარგია, მაგრამ ეს შეიძლება სხვაგან მოვისმინოთ. ამ საქმის განხილვაში რით დაგვეხმარებოდა არის დაუსაბუთებელი“, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

ამ კითხვაზე საპასუხოდ, უკვე  პარტია "ახალის" თავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ "ვენეციის კომისია არის ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების ერთობა და რომ საკითხის იქ გაგზავნა ორგანული კანონით გარანტირებული უფლებაა".

ნიკა გვარამიას  უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ:

თქვენ ახლა ჩვენს შეკითხვას აკრიტიკებთ ბატონო ნიკა? თქვენ რა შუაში ხართ ჩვენი შეკითხვის კომენტირებისას? - უთხრა ნადარიამა გვარამიას, რაზე პასუხადაც ნიკა გვარამიამ განაცხადა: "თქვენი შეკითხვა ბიბლიური ჭეშმარიტებაა თუ რას ნიშნავს?"

"ლელო-ძლიერი საქართველოს" შუამდგომლობას სხდომაზე არ დაეთანხმნენ "ოცნების" წარმომადგენლები. 

შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ადგილზე თათბირით მიიღო და ვენეციის კომისიის ექსპერტების მოწვევაზე უარი განაცხადა. 

მსგავსი სიახლეები