საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით ნდობის კრიზისია - ირაკლი კუპრაძე

22.10.26 19:04
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით ნდობის კრიზისია - ირაკლი კუპრაძე

"ძლიერი საქართველო- ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სიტყვით მიმართა და მოსამართლეთა პლენუმს პირდაპირ უთხრა, რომ სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით ნდობის კრიზისია.

კუპრაძემ პოლიტიკურ-სამართლებრივად შეაფასა ის პროცესი, რაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს. 

პოლიტიკოსმა პლენუმს მოუწოდა, მიემართა სტრასბურგის სასამართლოსთვის და მისგან მიეღო გამოცდილება მსგავს პროცესებზე. 

ჩვენ ვთვლით, რომ ეს პროცესი არის  პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესი, სამართლებრივი რატომ არის ახსნას არ დავწყებ, ავხსნი რატომ არის პოლიტიკური იმიტომ, რომ ამ ქვეყნაში 89 დეპუტატმა საქართველოს პარლამენტიდან გადაწყვიტა, აკრძალოს 5 პოლიტიკური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს გავლით და გადაწყვეტილებით. ეს აკრძალვა არ ეხებათ მხოლოდ რიგით პარტიებს, ჩემს პარტიას,  რომელიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის, მაგრამ სინამდვილეში ეს ეხება საქართველოს მილიონამდე ამომრჩეველს. 

არსებობს ნდობის კრიზისი ამ პროცესთან მიმართებით.  დღეს ჩემ წინ უნდ იჯდეს 9 პატივცემული მოსამართლე, თუმცა ეს ასე არ არის,  მის ნაცვლად წარმოდგენილია 7 მოსამართლე - ერთი მოსამართლე ვერ დანიშნა საქართველოს პარლამენტმა, ერთი გამოაკლდა იმის გამო, რომ თვითაცილება დააყენა და არ გაითვალისწინა პლენუმმა ეს ყველაფერი და შემდეგ ვნახეთ, რომ საერთოდ დატოვა საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა.  ქრონოლოგიას მივიყვან ბოლომდე, ლოგიკა ხომ უნდა დაინახოთ რაზე ვსაუბრობ?!

ნდობის კრიზისი არის იმ მიზეზების გამო  რაც ჩამოვთვალე. სულ ახლახანს განახლდა პლენუმი ორი მოსამართლით და ის ორი მოსამართლე,  რომელიც აღარ არის წარმოდგენილო საკონსტიტუციო სასამართლოში, იგულისხმება,  რომ ორივეს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა და ეს მოსაზრებები ნათელია საზოგადოებისთვის - აზრები იყო გაყოფილი.  ამ ქრონოლოგიამ აჩვენა ის, რომ შესაძლოა აქ არსებობდეს პოლიტიკური დაინტერესება, რომ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, აიკრძალოს მილიონზე მეტი ამომრჩევლის ნება პოლიტიკაში. 

გამოსავალი არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ შემადგენლობამ, პლენუმმა მიიღოს გადაწყვეტილება და  ნდობით სარგებლობს დღეს სტრასბურგის სასამართლო, სარგებლობდა სხვათაშორის წინა ხელისუფლების დროსაც, როცა როინ შავაძის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ და ჩემთვის ახლაც სარგებლობს ნდობით სტრასბურგის სასამართლო. 

მიმართეთ სტრასბურგის სასამართლოს, ეს იქნება დამატებითი ნდობის შესაძლებლობა, რომ ის პროცედურები, რომელზეც მაგალითად ახლა ვერ ჩამოვყალიბდით შუამდგომლობები როგორ უნდა განგვეხილა, ვიწყებთ ერთი მეთოდით, მერე შუა გზაში შევცვალეთ, მერე  ეს გადავაკეთეთ სხვანაირად, ვერ შევთანხმდით ვერანაირ პროცედურულ  საწყისზე, რომლითაც იმართება პროცესი და იქნებ, აქვს სტრასბურგის სასამართლოს ეს გამოცდილება.

როგორ შეიძლება ყველა პარტიის აკრძალვა განიხილო ამ დროს სრულიად გამიჯნული არ იყოს ბრალდებები?! ბრალში ჩვენ რომ არაფერი გვიწერია, რვაჯერ რომ ვართ ნახსენები, 5-ჯერ მართლა უბრალოდ სათაურში და ჩამონათვალში ვართ ნახსენები პოლიტიკური პარტის "ძლიერი საქართველო - ლელო", რა შემადგენლობაში განვიხილავთ, საერთოდ რა ბრალია? უნდა მიმართოთ რა პრაქტიკა არსებობს ამასთან დაკავშირებით, რომ ერთი, პროცესს ჰქონდეს ნდობა და მეორე, დაზუსტდეს, საერთოდ რეალურია თუ არა ის ბრალი, რომელი წამოყენებულია?! ნდობის კრიზისზე მიუთითებს  ის, რომ ამ დროის განმავლობაში სამჯერ მოხდა სარჩელის შემოტანა ორი გაწვევით და შემოტანით, ამ დროის განმავლობაში ორო სარჩელის წარდგინების პირობებში ვნახეთ რომ რამდენიმე თვე დასჭირდა სასამართლოს, მესამე შემთხვევაში, როცა პლენუმის შემადგენლობა იყო განახლებული საზოგადოება დარჩა აღქმა, შეიაზლება სუბიექტური ვარ, სამ დღეში ჩაინიშნა ახალი პროცესი იმ მოსამართლეებისთვის მათ შორის რომლებიც სულ ახლახან არიან დანიშნულები, შერჩეულები ამ პლენუმში. ეს ნდობის კრიზი არსებობს ეს შეიძლება თქვენთვის მიუღებელია, მაგრამ ამ კრიზისის გადაწყვეტას ხელს შეუწყობს ის თუ თქვემ მიმართავთ სტრასბურგის სასამართლოა რომ სარეკომენდაციო ხასიათის შეკითხვაზე გასცეს პასუხი, მათ შორის პროცესურულ ნაწილზე იმიტომ, რომ ეს არის უპრეცედენტო საქმე, რომლითაც პრეცედენტი უნდა შეიქმნას ამ ქვეყანაში. არ არსებობს არანაირი განსაზღვება, როგორ უნდა განვიხილოთ ეს კონკრეტული საქმე", - განაცხადა კუპრაძემ. 

 

მსგავსი სიახლეები