გახარიას გუნდი საკონსტიტუციოში ივანიშვილის, კობახიძის, გომელაურის და სხვა მაღალჩინოსნების მოწმის სახით დაბარებას ითხოვს

23.10.26 14:07
გახარიას გუნდი საკონსტიტუციოში ივანიშვილის, კობახიძის, გომელაურის და სხვა მაღალჩინოსნების მოწმის სახით დაბარებას ითხოვს

 

 

 

გახარიას გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, ვახტანგ გომელაურის, მამუკა ბახტაძის, არჩილ თალაკვაძის, გია ვოლსკის, სოზარ სუბარის, თეა წულუკიანის და მამუკა მდინარაძის მოწმის სახით დაბარებას ითხოვს  - აღნიშნული შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ბერდია სიჭინავამ დააყენა.

ეს მე-13 შუამდგომლობაა, რომლითაც ოპოზიციის აკრძალვის პროცესზე პლენუმსს მიმართეს - პასუხი ორშაბათს 14:00 საათზე გვეცოდინება. 

გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ თავის დროზე გახარიას ნდობა სწორედ ამ ადამიანებმა გამოუცხადეს, ახლა კი უნდა ახსნან, თუ შინაგან საქმეთა ექს-მინისტრმა შეცდომები დაუშვა ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმით და 2019 წლის  20 ივნისს, მაშინ რატომღა დაუჭირეს მხარი მის გაპრემიერებას.

გახარიას გუნდი ჩოჩანასა და 20 ივნისის საქმეზე, თქვენი პლენუმის მიერ დამტკიცებული რეგლამენტის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში მტკიცებულება არის ინფორმაციის შემცველი ობიქტი, რომელიც ადასტურებს, ან უარყოფს ფაქტობრივ გარემოებას. ამ გარემოების უარსაყოფად, რომ ეს ადამიანები, გიორგი გახარიას ერთხმად უჩერდნენ მხარს,სასამართლო სხდომაზე უნდა მობრძანდნენ, და მოწმის სახით დაიკითხონ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის წარდგენითაც გახარია 2-ჯერ გახდა პრემიერი, არ გამიჯვნია არც ჩორჩანას და არც 20 ივნისს, ეს არის იმის დამადასტურებელი რომ გამიჯვნის საკითხი ახლა მანიპულაციური მიზნებით, პოლიტიკური პარტიის მიერ არის წარმოდგენილი ე.წ. კონსტიტუციურ სარჩელში. კახა კალაძე, რომელიც გენერალური მდივანი  იყო პარტიის, არ გამიჯვნია ამ საქმეს, ირაკლი კობახიძე, რომელიც არ გამიჯვნია კი არა, ერთ-ერთი ავტორი იყო, იმ 20 ივნისის უბედურების, რაც ამ ქვეყანას დაატყდა თავს. ბატონი თალაკვაძე, რომელიც იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მამუკა ბახტაძე - მას სპეციფიური ნაწილი აქვს ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით, მაშინ ის იყო პრემიერ მინისტრი და მაშინ, არა თუ მისი განცხადება არ მოგვისმენია, ჩორჩანასათან და 20 ივნისთან დაკავშირებით, არც გამიჯვნია. ვახტანგ გომელაური, რომელიც იყო სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც იყო სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე, კურირებდა საოკუპაციო მიმართულებას და რომელმაც 2019 წელს პარალმენტში გააგზავნა ანგარიში, ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით, სადაც ჩაწერა, რომ საგუშაგო აგებული იქნა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით. მე არ ვითხოვ 84 დეპუტატის დაბარებას, რომელმაც ხელი აუწიეს ჯერ გიორგი გახარიას პრემიერობას, 2-ჯერ. ვოლსკი, რომელიც პოლიტსაბჭოს წევრი იყო,  რომელიც განცხადებებს აკეთებდა როგორც 20 ივნისთან, ასევე ჩორჩანასთან დაკავშირებით. ბატონი სუბარი, რომელსაც ვრცელი ინტერვიუ აქვს 20 ივნისთან დაკავშირებით. თეა წულუკიანი, რომელსაც განცხადებები აქვს გაკეთებული ამ საკითხებზე და მამუკა მდინარაძე, როგორც საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

სიჭინავას თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნები და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი არათუ ემიჯნებოდნენ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებებს, არამედ ის პრემიერადაც დანიშნეს. 

"ბიძინა ივანიშვილის სიტყევბია - მაგარი კაცია გახარია, რატომ უნდა გადადგეს გახარია, ნაცებს რომ უნდა იმიტომ უნდა გადადგეს გახარია?" - განაცხადა სხდომაზე ბერდია სიჭინავამ. 

ირაკლი კობახიძე ბრძანებს, რადგან პარტია გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან, ეს ნიშნავდა იმას, რომ პარტიების გაუქმება და მანდატების არგაუქმება ვერ იქნებოდა საფუძველი ჩვენი ამ სარჩელში მოხვედრის. 

გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით 2019 წელს სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსება - ამ საკითხის გასაბათილებლად ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს საგამოძიებო კომისიის სხდომის ოქმები. არათუ არ ემიჯნებოდნენ ბატონო მოსამართლეებო, მაშინ გიორგი გახარია იყო "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ეს ადამიანები, რომლებიც თავის დროზე არ ემიჯნებოდნენ, ედავებიან იმას, რომ არ ვემიჯნებით ჩორჩანაში არსებულ ქეისს. მ,ეტსაც გეტყვით და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაა - 2019 წლის 24 აგვისტოს ჩაიდგა საგუშაგო ჩორჩანაში, ბატონმა ივანიშვილმა საკუთარი ხელმოწერით წარადგინა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით გიორგი გახარია ერთი კვირის ვადაში 2 სექტემბერს პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე. პარლამენტის მოგერიებაც თურმე პარტიის აკრძალვის საფუძველია. 

ქალბატონი თეა წულუკიანი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არათუ არ გამიჯვნია ამ საკითხს, არამედ იძახდა, რომ "მაგარი კაცია გახარია,  რატომ უნდა გადადგეს გახარია, ნაცებს რომ უნდა იმიტომ უნდა გადადგეს გახარია?" - აი ეს არის წარმოდგენილი მოცემულ საქმეში. 

ცნობისთვის, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმმა სხდომების გადადების შესახებ გახარიას გუნდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ბერდია სიჭინავამ განმარტა, რომ პარტია "საქართველოსთვის" არ მიეცა გონივრულ ვადა, საუბარია ერთ თვეზე იმისთვის, რომ შესაგებელი წარედგინა. მანვე სასამართლოს პროცედურული ნორმების დარღვევაზე მიუთითა. 

მოსამართლე რევაზ ნადარაიამ სიჭინავას ჰკითხა, როდიდან ითხოვდნენ ერთი თვის ათვლას, 13 ოქტომბრიდან, როცა მათი სარჩელი დარეგისტრირდა თუ დღეიდან, რაზე პასუხადა, სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უთხრა, რომ 13 ოქტომბრიდან.

 

მსგავსი სიახლეები