პროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
პროკურატურაში "პირველებს" უდასტურებენ ინფორმაციას, რომ იუსტიციის სამინისტროს მიმართეს რეკომენდაციით, უფლებამოსილება შეუჩერდეს პენიტენციურის დირექტორს, გიორგი პატარიძეს.
ცნობილია, რომ ეს რეკომენდაცია დავით ფეიქრიშვილის საქმის გამოძიებას მოჰყვა.
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტესიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპორიცესო ღონისძიებები.
ამავდროულად საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს"- აღნიშნულია განცხადებაში.
- ცნობისთვის, ინფორმაცია, რომ პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძეს უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, თავდაპირველად "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა.
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორს გათავისუფლებას ძმები ფეიქრიშვილების დედა რამდენიმე დღეა, ითხოვს.
დაკავებული ძმების ოჯახში ამტკიცებენ, რომ გლდანის მე-8 ციხეში დავით ფეიქრიშვილის ცემისას თავდამსხმელები გიორგი პატარიძესთან იყვნენ კონტაქტზე.
აღსანიშნავია, რომ პენიტენციური სამსახურმა ციხეში პატიმრების მიერ დავით ფეიქრიშვილი სცემა კატეგორიულად უარყო.
ფეიქრიშვილების ბრალდებას უარყოფს ვატო ყიფიანიც, რომელსაც დაკავებული ძმების ოჯახი თავდამსხნაში სდებს ბრალს.
როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფეიქრიშვილის საკანში შეასახლების შესახებ გავრცელებულ ცნობასაც გამორიცხავს.